7 თვის ჩვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის მეუღლესაც ბრალი წაუყენეს

რამდენიმე თვის უკან, კასპში მომხდარი საშინელი ტრაგედია ყველას ახსოვს, საუბარია მკვლელობაზე, როცა არასრულწლოვანმა დედამ, საკუთარი 7 თვის ჩვილი გაგუდა და სახლიდან გაიპარა. პატიმრობაში მყოფი გოგონას მეუღლეს კი, დღეს, ბრალი არასწრულწლოვანთან ქორწინებას ედავება.

როგორც ახალგაზრდა მამაკაცის, მიხეილ დვალიშვილის ინტერესების დამცველმა ირაკლი ჩომახაშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, გამოძიება მისი დაცვის ქვეშ მყოფს არასრულწლოვანთან სქესობრივი კონტაქტის დამყარებას ედავება.

„ედავებიან არასრუწლოვანთან ქორწინებას და სქესობრივი აქტის დამყარებას. ბრალი წაუყენეს, დაკავებული არ არის და არც ველოდები. აღმკვეთ ღონისძიებას ველოდებით, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს არ აღიარება. ბრალის ფორმულირება არის დანაშაულის ჩადენა წინასწარი შეცნობით, რასაც ამ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია  და ამისი მოწმეებიც არსებობენ. თუმცა, დეტალურად ვერ ვისაუბრებ, რადგანაც გაუთქმელობაზე მომაწერინეს ხელი. ერთადერთი, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს“ – განუცხადა ირაკლი ჩომახაშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“.  

დვალიშვილმა გორის პოლიციის განყოფილება, ადვოკატთან ერთად, უკვე დატოვა. ის, ქორწინებისას, თავადაც არასრულწლოვანი იყო. მის არასრულწლოვან მეუღლეს კი საკუთარი შვილის მკვლელობისთვის 6 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.  

მსგავსი თემები