„გაზის დეტექტორების დაყენებაზე სემეკ-ი მიიღებს გადაწყვეტილებას” – ნათია თურნავა

“გაზგამანაწილებელ კომპანიებს ჯერ კიდევ გასულ წელს მიეცათ მკაცრი მითითებები, გაზის ყველა დამონტაჟებული მოწყობილობა შეამოწმონ და ეს პროცესი მიმდინარეობს”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, გაზმომარაგების რეგულაციებთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბრისას.

ნათია თურნავას განცხადებით, კანონი მკაცრდება და გაზის რეგულაციები პირობითად სამ ნაწილად იყოფა, მათ შორის მოწყობილობების შემოწმება პირველია. მისი თქმით, მესამე საკითხი გაზის დეტექტორებს ეხება, რაზეც უახლოეს დღეებში ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას.

„გაზის დეტექტორების დაყენებაზე სემეკ-ი მიიღებს ამ დღეებში გადაწყვეტილებას, რაც ფინანსურად, პირველი სამი წელი არ დააწვება მოსახლეობას, არ იქნება მაღალი გადასახადი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მსგავსი თემები