4 თვეში ოჯახში ძალადობის 1616 შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში ოჯახში ძალადობის შემთხვევები მზარდია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 11 მაისის მდგომარეობით, ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით გამოწერილია 2046 შემაკავებელი ორდერი. 

რაც შეეხება ძალადობის ფორმებს, თბილისში მოხდა მკვლელობის 1 შემთხვევა, რომელიც გახსნილია; ჯანმრთელობის დაზიანების – 5 შემთხვევა, რომლისგანაც სამართალდამცველებმა 4 გახსნეს. ძალადობის სხვა ფორმების რაოდენობა თბილისის მასშტაბით 407-ია.

თუ მთელი საქართველოს საქართველოს სტატისტიკას გადავხედავთ, იმავე პერიოდში დაფიქსირებულია ოჯახში ძალადობის 1616 შემთხვევა და გახსნილია 1006 ფაქტი. 

ფიზიკური ძალადობის გარდა, სტატისტიკის მიხედვით, საკმაოდ მაღალია ფსიქოლოგიური, სექსუალური და ეკონომიკური ძალადობის ფორმები. არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევით კი საქართველოში ყოველი მესამე ადამიანი ძალადობის მსხვერპლია.

მსგავსი თემები