ვარაზისხევში მეწყრის საშიშროება არსებობს – ექსპერტების დასკვნა

„მდინარე ვარაზისხევის მარჯვენა ფერდზე არსებული გრუნტი არასტაბილურია. მთის ფერდის ძირი უკვე მოჭრილია და არსებობს მეწყრული პროცესების გააქტიურების დიდი ალბათობა“ – ვკითხულობთ დოკუმენტში, რომელიც ნინო ჟვანიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიის კომპლექსური კვლევას უკავშირდება.

კვლევა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტმა“ სეისმური მონიტორინგის ეროვნულ ცენტრთან ერთად ჩაატარა. ის საკმაოდ მასშტაბური და საფრთხის შემცველია.

როგორც ინსტიტუტის დორექტორი თეა გოდოლაძე „მთავართან“ საუბრისას აცხადებს, მდინარის კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე უხვნალექიანობის გამო დაძრული მეწყრის ან ღვარცოფის განვითარების შედეგად მოსალოდნელია მდინარის კალაპოტის ჩახერგვა და წყლის ნაკადის გადმოსვლა არსებული ჯებირიდან.  მისივე შეფასებით, მეწყერი შესაძლოა მიწისძვრამაც დაძრას“.

კონკრეტულად რა მეწყერსაშიში ზონები გვაქვს თბილისში;  როდის ველოდებით მეწყრის გააქტიურებას რაზეა ის დამოკიდებული; რა იწვევს გახშირებულ მიწისძვრას;  ვარაზისხევში წყალმოვარდნის საფრთხე და  მოჭრილი მთის ფერდის ძირი, რომელსაც ვერაფერი შეაკავებს – ამ საკითხებთან დაკავშირებით მედიაცენტრ „მთავარის“ პრესკლუბში თეა გოდოლაძე ამ წუთებში პრესკონფერენციას მართავს. 

 

მსგავსი თემები