“ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ადამიანებს რაც დაუზიანდათ, დავეხმაროთ აღდგენაში” – კახი კალაძე

  •  

თბილისის მერმა, კახა კალაძემ გურამიშვილის გამზირზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ოჯახები მოინახულა.

მერმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ექსპერტიზა დაადგენს, კონკრეტული ადგილი უსაფრთხოა, მცხოვრებლები სახლებში დაბრუნდებიან.

„ამ წუთებში დაზარალებულების გადაყვანა მიმდინარეობს. ვაკმაყოფილებთ მათ საცხოვრებელი ფართებით, სასტუმროებში დროებით. პარალელურად, როგორც კი მოგვეცემა შესაძლებლობა, ჩვენი კონტრაქტორები დაიწყებენ იქ არსებული სიტუაციის დასუფთავებას და აღდგენით სამუშაოებს. მანამდე, როგორც კი ლაბორატორია და სამხარაული გვეტყვის, ისეთ კონკრეტულ ადგილებში, სადაც შესაძლებელია შესვლა და საფრთხეს არ წარმოადგენს, დავიწყებთ ადამიანების დაბრუნებას“, – განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა.

„მერია და გამგეობა ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ადამიანებს რაც დაუზიანდათ, რაც გაუფუჭდათ, დავეხმაროთ აღდგენაში. თუ სარეაბილიტაციო იქნება ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. ზოგი ახლობელთან წავიდა, ზოგი ნათესავთან, ამ სასტუმროში 15 ოჯახია. მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ. დაზარალებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ყველას დიდი ყურადღება გვმართებს. ენერგეტიკის სამინისტრომ და „თბილისი ენერჯიმ“ დაიწყო უკვე გამკაცრებული მიდგომები და შემოწმებები. სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როცა კარს არ უღებენ და სახლში არ უშვებენ, რაც ცუდია.  ეს ყველაფერი კეთდება ჩვენი უსაფრთხოებისთვის, რათა ჩვენი შვილებმა და ოჯახებმა ყოველგვარი პრობლემების გარეშე ვიცხოვროთ. ერთი ჩვენი შეცდომით შეიძლება გავაუბედუროთ ძალიან ბევრი ადამიანი. გვმართებს ძალიან დიდი ყურადღება. როგორც გვეუბნებიან, სადაც აფეთქება მოხდა კუსტარულად დაყენებული იყო და ამის გამო მოხდა ეს მძიმე შემთხვევა“, – განაცხადა კალაძემ.

მსგავსი თემები