„ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეში  ბევრი დაინტერესებული პირი იკვეთება“ – ნინო ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლონჯარია ხორავას ქუჩაზე მომხადარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით პირველ შეფასებას აკეთებს. ომბუდსმენი  ამბობს, რომ საქმეში ბევრი დარღვევაა და მის მიმდინარეობაში არაერთი დაინტერესებული პირი იყო ჩართული.

როგორც  ლონჯარია აცხადებს,  11 ტომიან საქმეში საერთოდ არ დევს გარკვეული საგამოძოებო მოქმედებები და ის საერთოდ არც ჩატარებულა.

მისი შეფასებით, თუ ეს საქმე საფუძვლიანად იქნება გამოძიებული, სისტემას პრობლემები შეექმნება.

ლომჯარია კალანდაძესა და მენაბდის გვარებსაც ახსენებს და მზად არის, პარლამენტის სპეციალურ საგამოძიებო კომისიას ყველა მის ხელთ არსებული ინფორმაცია მიაწოდოს.

„გამოძიების ეტაპზე თეთრი ძაფები აშკარაა. საქმის მოწმე ისეთ ჩვენებებს იძლეოდა, გამოძიება აუცილებლად  უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ეს არ მომხდარა. გარკვეული მტკიცებულებები ამოღებული არც არის, დაკითხვა აჩენს გარკვეულ ეჭვებს. ჩემი შეფასებით, ძირითადი საგამოძიებო მოქმედებები არც ჩატარებულა. მნიშვნელოვანი გარემოებები გაპარულია და როგორც იკვეთაბა ბევრი დაინტერესებული პირი იყო ჩართული ამ საქმეში. ამ საქმის გამოძიება მნიშვნელოვანია სისტემის შესაცვლელად.

 

მსგავსი თემები