შესაძლოა, 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობა გია ჟორჟოლიანმა და გოგი ოთხმეზურმა ერთად მიიღონ

პარლამენტის წევრი, გია ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა ისტორიკოს გოგი ოთხმეზურთან ერთად მიიღოს.

„ჩვენი მხარდამჭერები არიან. ერთობლივად პროგრამას შევიმუშავებთ, არჩევნებში მონაწილეობას მივიღებთ. დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი იყო პროგრესულ გადასახადზე, ინდუსტრიალიზაციის ეტაპებზე, სოფლის მეურნეობის პროგრამაზე. გიორგი ოთხმეზურს ხშირად ვხვდები, ბავშვებიდან ვიცნობ. ალბათ, ერთად მივიღებთ მონაწილეობას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში. მუდმივად გვაქვს შეხვედრა. ერთად ვართ დიდი ხანია. 30 ნოემბერს, „სოციალ-დემოკრატების“ ყრილობას ჩავატარებთ, ჩვენს პროგრამასა და გუნდს წარვადგენთ“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.

კითხვაზე, გოგი ოთხმეზური აპირებს თუ არა პოლიტიკაში მოსვლას, ჟორჟოლიანი პასუხობს, რომ ვინ იქნება „სოციალ-დემოკრატების“ გუნდში ჯერ ვერ იტყვის.

„ერთად ვადგენთ პროგრამას, ერთი გუნდი ვართ და სავარაუდოა, რომ ალბათ, არჩევნებზე ერთად წარვდგებით. მათ შორის, შესაძლებელია, ჩვენს გუნდში ვიხილოთ, ოთხმეზურიც, სხვებიც, ვისაც იცნობთ და ვისაც არა“, – აღნიშნავს ჟორჟოლიანი. 

დღეს, გოგი ოთხმეზური პარლამენტში იმყოფებოდა და გია ჟორჟოლიანს შეხვდა. 

მსგავსი თემები