“დაიცავი შენი შვილი” – ანა დოლიძე სახალხო კამპანიას იწყებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ანა დოლიძე თანამოაზრეებთან ერთად, სახალხო კამპანიას იწყებს აზარტული თამაშების წინააღმდეგ – „დაიცავი შენი შვილი“.

ანა დოლიძე პარლამენტის სამ კომიტეტსაც მიმართავს და მათგან უფრო მეტ ჩართულობას მოითხოვს. ამასთან, ის ამ თემით დაინტერესებულ ადამიანებს მოუწოდებს, შეუერთდნენ მოძრაობას.

კამპანიას შეუერთდა „ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდის“ წარმომადგენელი გიორგი ბახტურიძე. მისი თქმით, პრობლემის აღმოსაფხვრელად აუცილებელია, რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა.

„გვაქვს კონკრეტული მოთხოვნები: ეს არის რეკლამის, პოპულარიზაციისა და სპონსორობის სრული აკრძალვა, ასევე ონლაინ თამაშების ჩახსნა, ასაკის გაზრდა მინიმუმ 25 წლამდე და მომდევნო ეტაპზე ამ ბიზნესის გადატანა, მაქსიმუმ ორ რეგიონში“, – აცხადებს გიორგი ბახტურიძე.

დღეისთვის კამპანიას წარმოადგენენ:

1. ანა დოლიძე;
2. „აზარტული თამაშების კვლევის და ლუდომანიის პრევენციის ცენტრი“ – გუგა ბესელია;
3. „ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდი“ – გიორგი ბახტურიძე;
4. „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ – თამარ ჯაფარიძე;
5. „ახალგაზრდები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ – კოტე ერისთავი;
6. ლაშა გორგაძე;
7. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი – გოგი ყიფიანი;
8. ილია ჩხეიძე.

მსგავსი თემები