სირიის ერთ-ერთი ქალაქი ისევ იბომბება

„სირიის დემოკრატიული ძალების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შეთანხმების მიუხედავად, თურქეთის არმია თავდასხმებს ახორციელებს. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

„სირიის დემოკრატიული ძალების“ წარმომადგენლების განცხადებით, საჰაერო და საარტილერიო შეტევა სირიის ქალაქ რას ელ-აინზე ხორციელდება. ამ ქალაქში კი, მებრძოლებთან ერთად მშვიდობიანი მოსახლეობაც იმყოფება.

ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, დღეს დილიდან ქალაქი იბომბება. ქალაქის ნაწილი კვამლშია გახვეული.

სირიის ქალაქისკენ სროლა თურქეთის მხრიდან ხორციელდება.

17 ოქტომბერს ანკარაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და ვიცე-პრეზიდენტი ჩავიდნენ. ამერიკელი მაღალჩინოსნები თურქეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების დროს სირიაში სამხედრო ოპერაციის ხუთი დღით შეჩერებაზე შეთანხმდნენ.

მსგავსი თემები