“ელისაშვილს თუ სურს მოემზადოს და ფეხბურთს ვეთამაშები” – კახი კალაძე

კახი კალაძე აცხადებს, რომ ალეკო ელისაშვილს მისი ვალი აქვს და სამოქალაქო მოძრაობის ლიდერს თბილისის მერობისთვის ბრძოლის დროს დადებულ პირობას ახსენებს. 

„ძალიან დაკავებული ვარ, მთელი დღის განმავლობაში საქმეებში ვართ ჩართული, ამიტომ, იმის დრო ნამდვილად არ გვაქვს, რომ გავერთოთ. როდესაც იყო დებატების საჭიროება, მივიღე ეს გამოწვევა და საზოგადოებას კარგად ახსოვს ალეკო ელისაშვილი იმ დებატებში. სხვათაშორის, ჩემი ვალი აქვს. თუ დებატებში მიიღებს მონაწილეობას, ფეხბურთს ვეთამაშებიო და მერე დაიმალა. ასე რომ, თუ სურვილი აქვს, მოემზადოს და ფეხბურთს ვეთამაშები“, – განაცხადა კახა კალაძემ. 

„სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა თბილისის მერი დებატებში დღეს სატრანსპორტო პოლიტიკასთან დაკავშირებით გამოიწვია.

მსგავსი თემები