“დარჩენილია ტერიტორიის მხოლოდ 30%, რომელიც აზერბაიჯანთან შესათანხმებელი რჩება” – დავით ზალკალიანი

“დარჩენილია ტერიტორიის მხოლოდ 30%, რომელიც აზერბაიჯანთან შესათანხმებელი რჩება”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დავით გარეჯის თემაზე საუბრისას განაცხადა.

პარლამენტის წევრები დაინტერესდნენ, რა ეტაპზეა ქართული მხარე ოფიციალურ ბაქოსთან მოლაპარაკებებში და რა მოლოდინები უნდა ჰქონდეს ქვეყანას ამ თემასთან დაკავშირებით.

“ჩატარდა პირველი შეხვედრა ბაქოში. შემდეგ მას მოჰყვა შეხვედრები ექსპერტების დონეზე, პრაქტიკული თვალსაზრისით გადადგმული ნაბიჯები ადგილზე სიტუაციის შესწავლის თვალსაზრისით. 67-68% საზღვრის არის შეთანხმებული. არის ღია საზღვრის დაახლოებით 30% და ვფიქრობ, რომ ამ საკითხში განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ,”- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ცნობისთვის, პარლამენტში დავით ზალკალიანს „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

მსგავსი თემები