თბილისში, რკინის საფეხმავლო ხიდები აღარ იქნება

თბილისში, 19 საფეხმავლო ხიდის დემონტაჟი იგეგმება. ამ დროისთვის, დაშლილია 9 ხიდი.

როგორც თბილისის მერიაში აცხადებენე, წელსვე დასრულდება დარჩენილი 10 ხიდის დემონტაჟი.

დაშლილი ხიდები დასაწყობებულია თბილისის მერიის საწყობში. მათი აღდგენა არ იგეგმება. 

მომავალში, საჭიროების დადგომის შემთხვევაში, თბილისის ქუჩებში მხოლოდ და მხოლოდ თანამედროვე ტიპის გადასასვლელი ხიდები გაკეთდება.

მსგავსი თემები