ბავშვთა პორნოგრაფიაში ჩართვისთვის ძალოვანმა უწყებებმა 338-ი ადამიანი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე ძალოვანმა უწყებებმა 338-ი ადამიანი დააკავეს. რამდენიმე სპეცოპერაცია მსოფლიოს  14 ქვეყანაში ერთდროულად ჩატარდა.

გამოვლენილია ქსელი, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებდა. ვებ-გვერდი დაფუძნებული იყო სამხრეთ კორეაში, საიდანაც ბავშვთა პორნოგრაფიის ამსახველი ვიდეოები იყიდებოდა.

პოლიციამ 23 დაკავებული ბავშვი გაათავისუფლა, ეძებენ კიდევ რამდენიმე მცირეწლოვანს. გვერდს  23 წლის სამხრეთ კორეელი მამაკაცი ხელმძღვანელობდა, რომელიც  ციხეშია და ორწლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში, შსს-მ  8-დან 14 წლამდე ასაკის 10-მდე არასრულწლოვანი გოგონას პორნოგრაფიაში ჩართვისთვის 11 ადამიანი დააკავა.

მსგავსი თემები