“ჩემი მოწოდებაა, მიხედონ საქმეს” – ნათია თურნავა “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” მოუწოდებს, “საქმეს მიხედონ”. ამის შესახებ მან დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება ანაკლიის პორტის პროექტს მხარს უჭერს და ეს მთავრობამ არაერთხელ დაამტკიცა.

“მთავრობა კვლავინდებურად ერთგულია ამ პროექტის. 2017 წლიდან მოყოლებული და ამ მომენტიდან, საბოლოო ჯამში, ამ პროექტის ვადების 6-ჯერ გადავადება მოხდა. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ პროექტს, მთავრობამ ეს არაერთხელ დაამტკიცა. ჩვენი გადაწყვეტილება, რომ არ ვისარგებლოთ კონტრაქტით მონიჭებული უფლებით და არ დავიწყოთ კონტრაქტის მოშლის პროცედურა და მივცეთ დამატებითი ვადა კონსორციუმს წლის ბოლომდე, არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ჩვენ ვაცდით ინვესტორს, შეასრულოს თავის თავზე აღებული ვალდებულებები და ჩემი მოწოდება იქნება, მიხედონ საქმეს”, – განაცხადა მინისტრმა.

მსგავსი თემები