თბილისში, არალეგალური ტაქსები მომრავლდნენ

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქალაქში ტაქსით მომსახურების არალეგალური სერვისი გაჩნდა. კერძოდ, მათი ინფორმაციით, მძღოლები, რომლებიც თეთრი ავტომანქანებით არ გადაადგილდებიან და არც ტაქსის მანათობელი ნიშნები აქვთ, ტაქსის სერვისით მომსახურებას სთავაზობენ.

თბილისის მერმა შს სამინისტროს და საპატრულო პოლიციას დააკისრა პასუხისმგებლობა, არალეგალური სერვისით მომუშავე ტაქსის მძღოლების გამოსავლენად.

„ბერკეტი გვაქვს ის, რომ ეს ქმედება დასჯადია და კანონის წინააღმდეგ ქმედებაა. ვინც კანონს დაარღვევს, შესაბამისი სამსახურები, ამ შემთხვევაში საპატრულო პოლიცია იმოქმედებს შესაბამისად. როგორც სხვა შემთხვევაში დაჯარიმდნენ ადამიანები, აქაც იქნება ანალოგიური მიდგომა და დამოკიდებულება. ამას დაემატება ასევე ჩვენი სამსახურები, რომლებსაც აქვთ უფლებამოსილება გააკონტროლონ სიტუაცია და დააჯარიმონ კანონდამრღვევები“, – განაცხადა კალაძემ.

მსგავსი თემები