„ადვოკატის საქმიანობის შესწავლა რომ დავიწყოთ, საჭიროა საჩივარი“ – ასოციაციის თავმჯდომარე მარიამ კუბლაშვილზე

ადვოკატთა  ნაწილის პროტესტთან დაკავშირებით „მედიაცენტრი მთავარი“  ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს ესაუბრა. როგორც დავით ასათიანმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, კონკრეტული ადვოკატის საქმის მოკვლევას თავისი წესები აქვს და ამისთვის საჭიროა საჩივარი.

„ადვოკატთან დაკავშირებით საქმის შეწასვლას თუ მოკვლევას სჭირდება საჩივარი ეთიკის კომისიაში. სწორედ ამის შემდეგ შეისწავლის ამ საქმეს ასოციაცია. ზეპირი განცხადებებით ადვოკატის საქმიანობის შესწავლა არ ხდება“ – განუცხადა „ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე“ დავით ასათიანმა „მედიაცენტრ მთავარს“.

„მედიაცენტრი მთავარის“ კითხვას, მედიით გაკეთებული განცხადება და თქვენთვის მომართვა არ ითვლება საფუძვლად? ასოციაციის თავმჯდომარემ გვიპასუხა, რომ ეს საკმარისი არ არის: „ვიღაცამ უნდა იჩივლოს, ასე თავისით არ შეიძლება. თავისი ინიციატივით ვერ დაიწყება საქმის წარმოება მას თავისი წესი აქვს.“

მორიგ კითხვაზე, იცნობთ თუ არა რა საქმეზეა საუბარი? დავით ასათიანმა გვიპასუხა, რომ დეტალები არ იცის: „რომ გითხრათ, მისი ყველა განცხადება ვიცი, ასე არ არის. დეტალები არ ვიცი. დეტალურად არ მიმიდევნებია თვალი“.

შეგახსენებთ, რომ ადვოკატთა ასოციაციის წევრი ადვოკატების ნაწილი ასოციაციის თავმჯდომარეს მიმართავს, მარიამ კუბლაშვილის საქმე განიხილოს და შეისწავლოს ხომ არ აქვს ადგილი ეთიკური ნორმების დარღვევას. საუბარია საკრებულოს წევრ ილია ჯიშკარიანის ინტერესების დამცველ მარიამ კუბლაშვილზე, რომელმაც დაზარალებული მხარე შეურაცხმყოფლად მოიხსენია და მის კოლეგასთან ერთად დებატებში მიიწვია.      

მსგავსი თემები