„სურვილი გვაქვს, არჩევნებში ურავლესობა მოვიპოვოთ“ – თამარ ჩუგოშვილი

„ბოლო საპარლამენტო არჩევნებში 49% გვქონდა და ჩვენი ამოცანაა, ეს მაჩვენებელიგავაუმჯობესოთ“ – აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმების მაქსიმალურ ოდენობას ელოდება.

„2020 წლის არჩევნები იქნება ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტული არჩევნები, რაც გვახსოვს და ეს არის ჩვენს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული, რაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას გულისხმობს. კონკურენცია იქნება ძალიან მაღალი.  ჩვენი ამოცანა,  ისევ როგორც ყველა სხვა პარტიის, არის მაქსიმალური ხმები მივიღოთ საარჩევნო პროცესში. რა თქმა უნდა, სურვილი გვაქვს, რომ უმრავლესობა მივიღოთ. ბოლო საპარლამენტო არჩევნებში 49% გვქონდა და ჩვენი ამოცანაა, ეს მაჩვენებელი გავაუმჯობესოთ იმიტომ, რომ ამ მონაცემის გაუმჯობესება, უკვე ნიშნავს უმრავლესობას“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში გასაკეთებელი ბევრი იქნება.

„მთელი ზაფხული და შემოდგომა გავატარეთ რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებზე.  ის მოთხოვნები და მოლოდინები, რაც მოსახლეობას აქვს, ვცდილობთ მაქსიმალურად აისახოს ბიუჯეტი.  ეს შეხვედრები იყო კარგი შესაძლებლობა უშუალოდ დავლაპარაკებოდით ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს და ჩვენ თვითონ მოგვესმინა რა მოლოდინები აქვთ. ეს არის სწორი და კარგი პრაქტიკა და ყოველ წელს ასე უნდა ხდებოდეს“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.​

მსგავსი თემები