თევზს, მოხარშვის შემდეგ, მატლები და მატლის მსგავსი წამონაზარდები გაუჩნდა

  •  

მომხმარებელმა გაყინულ თევზში პარაზიტი აღმოაჩინა. ორაგულის მოხარშვის შემდეგ, თევზს მწვანე მატლები და მატლების მსგავსი წანაზარდები გაუჩნდა.

“ხარშვის პროცესში, თევზმა გაუშვა მწვანე ფერი და გამოვიდა მატლის მსგავსი ჭიები, ნაწლავები და ა.შ. რაც საკვებად უვარგისი იყო”, – აცხადებს მომხმარებლის ნდობით აღჭურვილი პირი, თამარ ბუჩუკური. 

სუპერმარკეტი “ზღაპარი” ის მაღაზიაა, სადაც მომხმარებლის წარმომადგენლის თქმით, თევზი შეიძინეს. მარკეტის მენეჯერი დარწმუნებულია, რომ მომხმარებელს თევზი მათთან არ შეუძენია. ამბობს, რომ თევზის ამ სახეობას დიდი ხანია ყიდის, მომჩივანიც ჯერ არ უნახავს, მითუმეტეს ახლა, როდესაც თევზი აქციით 2 ლარით ნაკლები ღირს. 

კომპანია “west invest”-ში, რომელსაც სარეალიზაციოდ გამზადებული პროდუქტი ამერიკიდან შემოაქვს, მომხმარებლებს აიმედებენ, რომ თევზის წამონაზარდები არა მატლები, არამედ ნაწლავებია. კომპანიაში ამბობენ, რომ, როგორც ჩანს, ოკეანის გაღმა, მწარმოებელს თევზის გამოშიგვნა დაავიწყდა. 

სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ თევზი, როგორც მალფუჭებადი პროდუქტი, განსაკუთრებულად კონტროლდება. უწყების ცნობით, ისინი იმპორტიორი კომპანიის საქმიანობასაც იცნობს, ამ დრომდე კი, მათი მხრიდან რაიმე სახის დარღვევა არ გამოვლენილა.

სურსათის უვნებლობის სამსახური კი, მომხმარებლებს ცხელი ხაზის ნომერს კიდევ ერთხელ ახსენებს, რომელიც მხოლოდ მაშინ უნდა აკრიფო, როცა დარწმუნდებით, რომ მოგატყუეს და სახლში უვარგისი პროდუქცია მიიტანეთ.

მსგავსი თემები