ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსეთის საოკუპაციო ჯარმა წვრთნები დაიწყო

რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის საოკუპაციო ჯარმა, აფხაზ სამხედროებთან ერთად, წვრთნები დაიწყო.

წვრთნების ამოცანას მთაში და ზღვის სანაპიროზე პირობითი მტრის დანაყოფების შეპყრობა და განადგურება წარმოადგენს.

წვრთნებში 1000-მდე სამხედრო მოსამსახურე და 150 ერთეული სამხედრო ტექნიკა მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის, საბრძოლო ვერტმფრენი “ალიგატორი” და მრავალფუნქციური ვერტმფრენი “ტერმინატორი”.

მსგავსი თემები