„მარიამ კუბლაშვილმა ადვოკატთა კორპუსი სამასხარაოდ გახადა“ – ადვოკატი


ადვოკატთა ნაწილი, საკრებულოს დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის ინტერესების დამცველ მარიამ კუბლაშვილს მისი ქცევების გამო აკრიტიკებს და ადვოკატთა ასოციაციას მიმართავს, შესაბამისი რეაგირება მოახდინოს.

როგორც ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, მარიამ კუბლაშვილმა ადვოკატთა კორპუსი სამასხარაოდ გახადა.

„ეს ქალბატონო (“კოლეგა”) ვფიქრობ მიზანმიმართულად ცდილობს ადვოკატთა როლის დაკნინებაზე და ადვოკატთა კორპუსის დისკრედიტაციაზე, აგრეთვე უკვე სასაცილო სახეს იძენს ისეთი მნიშვნელოვანი უფლება, როგორიცაა “დაცვის უფლება” რომლის სრულყოფილად და ჯეროვნად განხორციელება მნიშვნელოვანია როგორც მხარის უფლებებისა და ინტერესების დაცვის კონტექსტში, აგრეთვე სრულყოფილი მართლმსაჯულების განხორციელების კონტექსტში.


ზოგადად, „ადვოკატი” ფაქტობრივად კომიკურ ფიგურად იქცა მისი საჯარო გამოსვლებიდან გამომდინარე და ამას უკვე შეუქცევადი ხასიათი აქვს. ჩვენ ვიცით, რომ ადვოკატის მხრიდან დაცვის უფლების განხორციელება აგრეთვე უნდა მოექცეს იმ რეგულირების ფარგლებში, რომელიც კანონით არის განსაზღვრული (ადვოკატმა მინიმუმ უნდა დაიცვას ადვოკატის პროფესიული ეთიკის კოდექსი). ერთად აღებული 100 თაღლითი ადვოკატი ვერ მიაყენებს თავისი ქცევით იმხელა ზიანს რა ზიანსაც აყენებს ეს ადვოკატი ადვოკატთა კორპუსს – უკვე ამ ორი კვირის განმავლობაში. ასოციაციამ ან მოახდინეთ რეაგირება ან საჯაროთ თქვით, რომ ადვოკატთა კორპუსი და თითოეული ადვოკატი სულ ცალ ფეხზე გკიდიათ!“ – აცხადებს ვასილ მამულაშვილი „მედიაცენტრ მთავართან“.

მსგავსი თემები