ზუგდიდში, სანდრა რულოვსმა შშმ პირებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი გახსნა, სადაც, ამ ეტაპზე, ოთხი ბავშვი იცხოვრებს მშობელთან ერთად.
რულოვსის თქმით, ბავშვებისთვის ტრანსპორტირება, დაბინავება და კვება უფასო იქნება.
„გვაქვს ბიბლიოთეკა, დიდი ეზო, გვინდა სათბური გავაკეთოთ, პატარა ცხოველები მოვიყვანოთ, რაც ამ ტიპის ბავშვებისთვის კარგია და მიმზიდველი. ეს იქნება მულტიფუნქციონური ცენტრი, სადაც ჩატარდება მშობელთა კრებები, ჩამოვიყვან სპეციალისტებს ჰოლანდიიდან, რომლებიც აქ დაეხმარებიან ბავშვებს.
ამ ეტაპზე აქ არიან ბავშვები, რომლებიც რეაბილიტაციას ნეიროგანვითარების ცენტრში, სახელმწიფო პროგრამით გადიან რეაბილიტაციას, არ ცხოვრობენ ზუგდიდში და უჭირთ ტრანსპორტირება.
მინდა, რომ 2020 წელს იყოს აქ დღის ცენტრიც, სადაც სხვადასხვა დიაგნოზის ბავშვები, დაახლოებით 10-12 მოზარდი, 10:00 დან 16:00 საათამდე სპეციალისტებთან ერთად იქნებიან“, – განაცხადა სანდრა რულოსვმა.