ბაგრატიონ-გრუზინსკები, საქართველოს სამეფო სახელის აკრძალვის მოთხოვნით, სარჩელს სტრასბურგის სასამართლოში შეიტანენ.
როგორც ბაგრატიონ-გრუზინსკების ადვოკატმა ლევან გორელაშვილმა “მედიაცენტრ მთავართან” საუბრისას განაცხადა, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლომ უარი თქვა, აღნიშნული საქმის განხილვაზე, სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა სასამართლო უფლება. მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ სტრასბურგის სასამართლო დაადგენს დარღვევას, ბაგრატიონ- გრუზნისკებს ხელახლა ექნებათ უფლება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართონ.
“იცით, რომ სასამართლომ საერთოდ უარი გვითხრა განხილვაზე. არ გადაწყვიტა ეს დავა, ამიტომ მიგვაქვს საქმე სტრასბურგის სასამართლოში. იმ შემთხვევაში თუ, სტრასბურგმა დაადგინა, რომ სასამართლოს უფლების დარღვევას ჰქონდა ადგილი, ეს იქნება ახლად აღმოჩენილი გარემოება. ამის შემდეგ, ხელახლა მაქვს უფლება მივმართო ადგილობრივ ეროვნულ სასამართლოს და ხელახლა დაიწყოს განხილვა. თვის ბოლომდე ალბათ შევიტანთ საქმეს სტრასბურგის სასამართლოში.
ადვოკატის განცხადებით, საქმე სტრასბურგის სასამართლოში ჯერ-ჯერობით არაა გაგზავნილი.