საქართველოს მოსახლეობამ 3 728 000 ადამიანი შეადგინა

  •  

2017 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო წლიურმა რიცხოვნობამ 3 728 000 ადამიანი შეადგინა.

როგორც დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ჯანმრთელობის დაცვის, 2017 წლის სტატისტიკურ ცნობარშია აღნიშნული, მოსახლეობის 52.1% ქალია, ხოლო 47.9% – კაცი.

“მსოფლიოში ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში აღინიშნა სიკვდილიანობის შემცირების და სიცოცხლის ხანგრძლივობის მატების ტენდენცია. ამგვარი ცვლილება ნაწილობრივ არაფატალური დაავადებების წილის ზრდასთან და ტრავმული დაზიანებით გამოწვეული სიკვდილის შემთხვევების შემცირებასთან და, ასევე, რისკფაქტორების კონტროლის გაუმჯობესებასთან, დაავადებათა ადრეულ გამოვლენასა და გაუმჯობესებულ მართვასთან არის დაკავშირებული,” –  აღნიშნულია 2017 წლის სტატისტიკურ ცნობარში.

​მონაცემების მიხევით, საქართველოში, განვითარებული ქვეყნების მსგავსად, იზრდება ხანდაზმული მოსახლეობის ხვედრითი წილი, რაც თავისთავად აისახება სიკვდილიანობის მაჩვენებელზე.

“დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი 15 საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, სიკვდილიანობის ზოგადი მაჩვენებელი მთლიან მოსახლეობაში სტაბილურ მნიშვნელობას ინარჩუნებდა 2011-2015 წლების განმავლობაში. 2016 წლის მატების შემდგომ, 2017 წელს დაფიქსირდა მაჩვენებლის კლება,”- აღნიშნულია მონაცემებში.

საქართველოში, ისევე, როგორც მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობაში, სიკვდილიანობის ტვირთი არაგადამდებ დაავადებებზე მოდის

მსგავსი თემები