“სვეტიცხოველი ქართული ეკლესიის სიმბოლოა და თავად მცხეთა ქართული ისტორიის სიმბოლო” – გიორგი გახარია

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, საზეიმო ლიტურგიას დაესწრო.

გიორგი გახარიამ სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობა მიულოცა.

„დღეს სრულიად საქართველო ზეიმობს და აღნიშნავს სვეტიცხოვლობას. სვეტიცხოველი არის ქართული ეკლესიის სიმბოლო და თავად მცხეთა არის ქართული ისტორიის სიმბოლო. თითოეულ ქართველს გილოცავთ ამ დღეს. ჩემთვის დიდი პატივია, დღეს მქონდეს საშუალება, აქედან მოგილოცოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.


მსგავსი თემები