“სვეტიცხოვლობა სრულიად ქრისტიანული დღესასწაულია, ასეთი არსად არაა” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობას ულოცავს.

სალომე ზურაბიშვილი დღესასწაულთან დაკავშირებით მცხეთაში იმყოფება. პრეზიდენტი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგიას დაესწრო.

„მინდა, სრულიად საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე, სვეტიცხოვლობა. ეს არის ერთ-ერთი ნამდვილად და ჭეშმარიტად ქართული ქრისტიანული დღესასწაული. მინდა, მოგილოცოთ ყველას. ამავე დროს, ეს არის სრულიად ქრისტიანული დღესასწაული. ასეთი არსად არ არის და ჩვენ გვაქვს ეს დიდი მადლი, რომ აქ ვიყოთ დღეს“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები