საქართველოს მფრინავთა ასოციაციის წევრები ეკონომიკის მინისტრის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებენ

საქართველოს მფრინავთა ასოციაციის წევრები, საერთო კრების გადაწყვეტილებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს სიცრუეში ადანაშაულებენ და მის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებენ. 

მფრინავების განცხადებით, ამჟამინდელმა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ, რომელიც 15 წლის წინაც ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, ყველა ავიატორი მოატყუა, რომ საქართველოს აეროპორტს პრივატიზაციაზე გადაიტანდნენ და ისინი ამ პროცესში მიიღებდნენ მონაწილეობას.  თუმცა მფრინავების თქმით, აქციები ისე გადაეცა ინვესტორებს, მათთვის კომპენსაციაც კი არ მიუციათ.

დღევანდელ აქციაზე ვეტერანმა მფრინავებმა და ავიატორებმა, იმ ახალ გარემოებებზე ისაუბრეს, რომლითაც ახალი სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებენ. მოპოვებული საბუთები კი, მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერს, დავით ჭიჭინაძეს და ადამიანთა უფლებების დაცვის საერთაშორისო თანამეგობრობის თავმჯდომარეს, ვლადიმერ სააკიანს გადასცეს და დახმარება სთხოვეს.

ვლადიმერ სააკიანის განცხადებით, ორშაბათან დაიწყებენ ინტენსიურ მუშაობას და რეაგირებაც დასკვნის მიხედვით იქნება.

დავით ჭიჭინაძემ კი განაცხადა, რომ ნათია თურნავას ძალიან ბევრი დანაშაული აქვს პრივატიზაციების საქმეებში.

“ორივე მხრიდან, როგორც მაპრივატიზებელს და როგორც პრივატიზაციის გამკეთებელს და ამიტომაც ჰყავს თანამდებობეზე და მოწილედ ყველა დროის ხელისუფლებას“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ. 

მსგავსი თემები