“პატრიოტთა ალიანსი” დავით ზალკანიანს, დავით გარეჯთან დაკავშირებით, პარლამენტში იბარებს

პარლამენტში 29 ნოემბერს, პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის ფარგლებში, დეპუტატების წინაშე საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი წარდგება.

ინტერპელაციის ფორმატში, დავით ზალკალიანი პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსმა” დაიბარა. მიზეზი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის გარშემო განვითარებული მოვლენებია.

რეგლამენტის გათვალისწინებით, მინისტრმა კითხვებს პირადად უნდა უპასუხოს, რასაც პოლიტიკური დებატები მოჰყვება.

ინტერპელაციის პროცედურა შემდეგია: თავდაპირველად კითხვის ავტორი წარდგება პარლამენტის წინაშე ათ წუთიანი გამოსვლით და განმარტავს კითხვის არსს, თუ რატომ დაისვა კითხვა. ამის შემდეგ მინისტრი წარდგება პარლამენტის წინაშე და უპასუხებს იმ კონკრეტულ კითხვას, რომელიც მისთვის ინტერპელაციის გზით იყო დასმული. ინტერპელაციის მექანიზმი, განსხვავებით სხვა პროცედურებისგან და არ ითვალისწინებს იმ წესს, როდესაც პარლამენტის ყველა წევრს შეუძლია კითხვა დაუსვან მთავრობის წარმომადგენელს.


მსგავსი თემები