პროკურატურა დეპუტატისთვის პატიმრობას ითხოვს თუ გირაოს, ამ ეტაპისთვის უცნობია

თბილისის საკრებულოს წევრის, ილია ჯიშკარიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.

უწყებაში ჯერ არ აკონკრეტებენ, რა ტიპის აღკვეთის ღონისძიებას მოითხოვს ბრალდების მხარე. ასევე, უცნობია, როდის ჩაინიშნება სასამართლო სხდომა.

ილია ჯიშკარიანს ბრალი 8 ოქტომბერს წარუდგინეს. საკრებულოს დეპუტატს ბრალად ედება, მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება და ცემა.

პროკურატურამ დაზარალებულად ცნო თავად თამთა თოდაძე.

მსგავსი თემები