საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ გამგეობის წევრმა, გიორგი მშვენიერაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს პოლიტიკური პლურალიზმის შესახებ ციტატა წაუკითხა და დაინტერესდა, თუ არის ცნობილი ზაზა თავაძისთვის, ვინ არის მისი ავტორი.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა დაფიქრების შემდეგ, განაცხადა – „თომას ჯეფერსონი?“.
გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა, რომ ციტატის ავტორი თავად ზაზა თავაძეა.
“უი, ვის შევადარე თავი. ძაან მომეწონა(იცინის)”, – განაცხადა თავაძემ პასუხად.