“ჩინჩალაძე-მურუსიძეს დაურტყი ჩაქუჩი”, – ასე მიმართა დარბაზიდან ნიკა მელიამ მოსამართლე გიორგი კერატიშვილს, რომლის მიზეზი ნიკა მელიას განცხადება გახდა, როდესაც მან მოითხოვა, რომ მოსამართლეს გაეთვალისწინებინა მისი ადვოკატის შუამდგომლობა და სასამართლოს ემსჯელა ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ.
ნიკა მელიამ მოსამართლეს უთხრა, რომ მას ურეკავენ და ისე იღებს გადაწყვეტილებებს და თუ ასე არაა, დაიფიცოს, რაზეც მოსამართლემ უპასუხა, რომ ის გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებს და თუ ასე საუბარს გააგრძელებს მას გააძევებს.
“გაგაძევებთ სხდომის დარბაზიდან. ეს არაა სხდომის დარბაზი, სადაც ფიცს დებს მოსამართლე. მე არავინ მირეკავს, გაჩუმდით”, – მიმართა მოსამართლემ მელიას.
საბოლოოდ, ნიკა მელიამ არ გაითვალისწინა მოსამართლის მოწოდება და ის დარბაზიდან გააძევეს. პროცესი მის გარეშე გრძელდება.