აზერბაიჯანმა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში  შეხვედრები გამართა მილი მეჯლისის თავმჯდომარე ოგტაი ასადოვსა და ახლადდანიშნულ პრემიერ-მინისტრ  ალი ასადოვთან.

გიორგი გახარიამ შეხვედრებისას განაცხადა, რომ საქართველო და აზერბაიჯანი არიან მეგობრები, სანდო პარტნიორები და მათ წარმატებულ თანამშრომლობას ხელს ვერაფერი შეუშლის.

საუბრისას ასევე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს, სტრატეგიულ პარტნიორობას და წარმატებულ ეკონომიკურ თანამშრომლობას. გარდა ამისა, აღინიშნა საქართველოსა და აზერბაიჯანის საკანონმდებლო ორგანოების ნაყოფიერი თანამშრომლობის შესახებ.

აზერბაიჯანში მაღალი დონის შეხვედრებზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დადასტურდა და აღინიშნა, რომ ეს ვიზიტები მიუთითებს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე.

მსგავსი თემები