მცირე ბიძგები კიდევ იქნება

„დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის“ ხელმძღვანელის,  თეა გოდოლაძის ინფორმაციით, მიწისძვრის მცირე ბიძგები საქართველოში კიდევ იქნება, თუმცა,  ის საშიში არ არის.

როგორც გოდოლაძემ „მთავარს“  განუცხადა, მსგავსი სიმძლავსის მიწისძვრას მცირე ბიძგები ახასიათებს.

„საშიში და საპანიკო არაფერია. იცით, რომ მიწისძვრის ეპიცენტრი საქართველოში არ ყოფილა. ის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მოხდა. არ არის გამორიცხული, ბიძგები კიდევ იყოს, თუმცა, ეს მცირე ზომის იქნება, რომელიც საშიში არ არის. ამ სიმძლავრის მიძისძვრა დამაზანებელი და საშიში შესაძლოა მხოლოდ დაზიანებული შენობებისთვის იყოს“, – განმარტა გოდოლაძემ „მთავართან“ საუბრისას.

შეგასხენებთ, რომ 22:40 საათზე, აზერბაიჯანში 5.7 მაგნიტუდის  მიწისძვრა მოხდა, რომლის ბიძგები თბილისში საკმაოდ ძლიერად იგრძნობოდა.  ანალოგიური სიმძლავრის მიწისძვრა  იანვარში თურქმენისტანშიც მოხდა.

მსგავსი თემები