თბილისში, ორხევის დასახლებაში, მუხაძის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. 42 წლის ახალგაზრდა მამაკაცი, 80 წლის ნათლიამ, სავარაუდოდ, ვალის გამო მოკლა. ნათესავების ვარაუდით, საუბარია 400 ლარზე, რომელსაც გარდაცვლილი ვერ აბრუნებდა.
მეზობლების ინფორმაციით, მკვლელობა ავტომობილების გაქირავების კომპანიაში მოხდა, სადაც მოკლული მუშაობდა. როგორც მეზობლები აცხადებენ, მამაკაცი საკუთარმა ნათლიამ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, თუმცა მათ გასროლის ხმა არ გაუგიათ.
შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილს ცოლი და მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.