უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, შალვა თადუმაძის განცხადებით, საქართველოს მთავარ პროკურატურაში კრიზისი, რომელიც მის დანიშვნამდე არსებობდა გადალახულია.
თადუმაძის განმარტებით, როდესაც იგი საპროკურორო საბჭოსა და პარლამენტის წინაშე წარდგა, განაცხადა, რომ არც ერთი ადამიანი შესაბამისი ბრალის სტანდარტის გარეშე ამ ქვეყანაში არ პასუხისგებაში მიცემული არ იქნება.
“ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც მე აღმოვჩნდი – მთავარი პროკურორი და ის კონტექსტი, რაც არსებობდა, უმნიშვნელოვანესი იყო კონკრეტულ დაზარალებულ პირთან. პროკურატურის სწორი კომუნიკაცია და ამ კრიზისული სიტუაციის გადალახვა. შემიძლია, დღეს ვთქვა, რომ პროკურატურის სისტემაში ინდივიდუალურად ჩემი დამსახურებაა, რომ ის კრიზისი, რომელიც არსებობდა ჩემი დანიშვნის დროს საქართველოს მთავარ პროკურატურაში, დღეს გადალახულია”, – ამის შესახებ