რაჭაში, ყურძნის 1500 ტონამდე მოსავალს ელოდებიან

  •  

რაჭაში რთველი იწყება. წელს, რაჭის რეგიონში ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნის 1 500 ტონამდე მოსავალს ელოდებიან. 

როგორც რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსმა, ლევან მეხუზლამ განაცხადა, ამბროლაურში განთავსებულ შტაბში სრულად მობილიზებულია ადამიანური და ტექნიკური რესურსი, რათა ყურძნის მოსავლის დაბინავების პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს.  რაჭის მევენახეები ყურძნის კრეფას გამოდარებისთანავე დაიწყებენ. 

რთველი კახეთის რეგიონში დასკვნით ეტაპზეა. 9 ოქტომბრის მონაცემებით, გადამუშავებულია 263 ათას ტონამდე ყურძენი, რაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

მსგავსი თემები