“მოსამართლეობის კანდიდატთა უმრავლესობა სასკოლო განათლების სტანდარტსაც ვერ პასუხობს” – ირმა ინაშვილი

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სია, იუსტიციის საბჭომ უკან უნდა გაიწვიოს. 

დეპუტატის განცხადებით, მოსამართლეობის კანდიდატთა უმრავლესობა, სასკოლო განათლებასაც ვერ აკმაყოფილებს. მისი თქმით, აღნიშნულ სიას, მხარს არ დაუჭერს. 

“პარლამენტში წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატთა აბსოლუტური უმრავლესობა ვერ პასუხობს სასკოლო განათლების სტანდარტსაც კი. ამ სიას არა მარტო არ დავუჭერთ მხარს, არამედ უმჯობესია, რომ მოსამართლეობის კანდიდატთა წარმოდგენილი შემადგენლობა გაწვეულ იქნას პარლამენტიდან,” – განაცხადა ირმა ინაშვილმა 

მსგავსი თემები