გენერალური პროკურორი 3 ლექტორსა და 3 კურსელს ვერ ასახელებს

გენერალურ პროკურორსა და  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძეს, რომელის ამ წუთებში პარლამენტში იმყოფება,  იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კურსელებისა და ლექტორების დასახელება მოსთხოვეს, თუმცა, მან თავი შეიკავა.   

სამი თანაკურსელის ან ლექტორების დასახელება შალვა თადუმაძეს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა გიგა ბოკერიამ სთხოვა. გენერალურმა პროკურორმა კი უპასუხა, რომ მას ამისი უფლება არ აქვს.

„მათგან ნებართვა არ მაქვს და შესაბამისად, ვერ დავასახელებ“ – ასე უპასუხა თადუმაძემ ბოკერიას.

ამის შემდეგ, სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ შალვა თადუმაძეს ჰკითხა, რომელ სახინკლეში დადიოდა გენერალური პროკურორი სტუდენტობის დროს.

„სახინკლეები მაშინ ასე არ იყო“,-  უპასუხა დეპუტატს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა.

მსგავსი თემები