მთავარმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ, რომელიც უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატია, პარლამეტის ტრიბუნიდან ხმამალა განაცხადა, რომ მას 3-იანები ჰყავდა, რასაც საპარლამენტო ოპოზიცის ქილიკი და ხმაური მოჰყვა.
კითხვა ნიშნებთან დაკავშირებით, მთავარ პროკურორს საპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ოთარ კახიძემ დაუსვა.
ოთარ კახიძე: ვინ გასწავლიდათ საერთაშორისო სამართალს უნივერსიტეტში?
შალვა თადუმაძე: ერთ-ერთი ლექტორი
ოთო კახიძე: ვინ?
შალვა თადუმაძე: არ ვიტყვი…
ამ კითხვა პასუხის შემგედ, ოთარ კახიძემ გიგა ბოკერიას სთხოვა, მისთვის შალვა თადუმაძის ნიშნების ფურცელი მიეწოდებინა. როცა კახიძემ ნიშნების ფურცელი მიიღო ის ტრიბუნასთან მდგომ მთავარ პროკურორს მიაწოდა და სთხოვა წაეკითხა მისი ნიშანი.
ოთარ კახიძე: ერთ-ერთი ლექტორი? ლექტორის სახელის და გვარის დასახელებას არ გთხოვთ, საერთაშოისო სამართალში ნიშანი რა გყავდათ?
შალვა თადუმაძე: არ ვიცი, წერია და ნახეთ
ოთო კახიძე: ნახეთ რა, სულ რაღაც15 საგანია ჩამოთვლილი
შალვა თადუმაძე: თქვენ მითხარით რა მიწერია, სამიანები მყავს სამწუხაროდ….
ამ პასუხს დეპუტატ სალომე სამადაშვილის მრიდან შემდეგი რეპლიკა მოჰყვა: „ნასწავლი გაქვთ საერთოდ საერთაშორისო სამართალი“?
ოთარ კახიძემ კი აღნიშნა, რომ მას საერთაშორისო სამართალი არც უსწავლია: „ოთო კახიძე: რატომ ვერ პოულობთ იცი?! საერთაშორისო სამართალს საერთოდ არ სწავლობდით თქვენი დიპლომის შესაბამისად, ეგ საგანი არ ფიგურირებს მანდ საერთოდ!“