ბიძინა ივანიშვილი ქვემო ქართლის რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ქვემო ქართლის საოლქო ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებს შეხვდა.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე რეგიონში პრობლემების გადაჭრის გზებზე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

„შეხვედრას „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, პარლამენტის დეპუტატები – გიორგი ბეგაძე, პაატა მხეიძე, სავალან მირზოევი, თამაზ ნავერიანი, რუსლან გაჯიევი, გოგი მეშველიანი, კახა ოქრიაშვილი, გოდერძი ჩანქსელიანი, რეგიონულ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლის მხარეში შოთა რეხვიაშვილი, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და პარტიის აქტივი ესწრებოდნენ.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალური ოფისიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ინფორმაციული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი გია ბენაშვილი და სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თედო ისაკაძე“, – ნათქვამია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები