საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, აზარტული თამაშები სოციალური პრობლემაა, რომელსაც კომპლექსური მიდგომა სჭირდება.
მისი თქმით, იმისათვის, რომ ახალგაზრდები მეტად დაცულები იყვნენ, საჭიროა განათლება, ახალგაზრდების დასაქამება, სპორტი, ფსიქოლოგიური დახმა და ეკლესიის ჩართულობა.
„აზარტული თამაშები სოციალური პრობლემაა, რომელსაც კომპლექსური მიდგომა და დარეგულირება სჭირდება ისე, რომ დაცული იყვნენ არასრულწლოვნები და დაცული იყოს ჩვენი საზოგადოება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.