“ჩვენი სურვილია, პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბება, სადაც ნაკლები დაპირისპირება იქნება” – არჩილ თალაკვაძე

“ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვინც საზოგადოებრივი აზრი გაითვალისწინა და ხელისუფლებაში ყოფნის დროს მიიღო გადაწყვეტილება პროპორციული არჩევნების ჩატარებაზე. სხვა პარტიები ამ ცვლილებას მხოლოდ ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ ითხოვდნენ, მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს შეეძლოთ ეს გადაწყვეტილება მიეღოთ,” – აღნიშნული განცხადება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პროპორციული არჩევნების შემდეგ, პარლამენტი იქნება უფრო პლურალისტული და მეტად წარმომადგენლობითი. მისი თქმით, პარლამენტში, დაახლოებით 7 პოლიტიკური პარტია შევა.

„სკეპტიკოსები ამბობენ, რომ ასი პარტია შევა, მაგრამ ეს არაა სწორი. შევა ალბათ ხუთი, ექვსი, ან შეიძლება შვიდი პოლიტიკური პარტია – ამას მიუთითებს წინა არჩევნების ანალიტიკა. შესაბამისად, პარლამენტი იქნება უფრო მეტად წარმომადგენლობითი და მეტი პოლიტიკური პარტია ჩაერთვება პოლიტიკის კეთების პროცესში არა პარლამენტს გარედან, არამედ პარლამენტში” – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მსგავსი თემები