“ინციდენტები პარლამენტში არსებობს და სულ იქნება, რადგან ადამიანები კამათობენ, ეს არაა საფუძველი პარლამენტის დატოვების”, – ასე გამოეხმაურა დამოუკიდებელი დეპუტატი, ლევან გოგიჩაიშვილი უმრავლესობის დეპუტატის, ვანო ზარდიაშვილის მიერ პარლამენტისა და დეპუტატის მანდატის დატოვების გადაწყვეტილებას.
ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, არსებითი მნიშნველობა არ ჰქონდა, დარჩებოდა თუ არა ვანო ზარდიაშვილი პარლამენტში.
„ გადაწყვეტილება თავად მიიღო, რისკი თავად აიღო და ამის თანაზიარი ვერ ვიქნები. ეს გადაწყვეტილება რატომ მიიღეს, განმარტებები სჯობს, უმრავლესობამ გააკეთოს. კანონით გათვალისწინებული ქმედება, რაც მანდატის შეჩერებას იწვევს, არ გაუკეთებია. დარჩებოდა თუ წავიდოდა, სულ ერთია. მთავარი ბრძოლა სასამართლოზე გადის, მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობა“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
უმრავლესობის დეპუტატმა, ვანო ზარდიაშვილმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნა, რომ მიიღო გადაწყვეტილება, დატოვოს საქართველოს პარლამენტი და დეპუტატის მანდატი.