დაცულ ტერიტორიებს, ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის ექსპერტები ეწვივნენ

  •  

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 4 დაცულ ტერიტორიას –  მტირალასა და კოლხეთის ეროვნულ პარკებს, კინტრიშსა და ქობულეთს ეროვნულ პარკებს, ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) ექსპერტები სტუმრობენ.

როგორც გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, ექსპერტები, ადგილზე ეცნობიან უნიკალურ კოლხურ ტყეებსა და ჭარბტენიან ტერიტორიებს. სწორედ, აღნიშნული ექსპერტების მომზადებული დასკვნის მიხედვით გადაწყდება, მიიღებენ თუ არა დაცული ტერიტორიები ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს. 

შეგახსენებთ, რომ პირველად, საქართველოს ისტორიაში, 2019 წლის 1-ელ თებერვალს საქართველოს 4 დაცული ტერიტორია – მტირალასა და კოლხეთის ეროვნული პარკები და კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები იუნესკოს ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნის სტატუსის მოსაპოვებლად წარადგინეს. 

ინიციატივა 2017 წლიდან ხორციელდება გერმანიის მთავრობის, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდისა (WWF) და მიხეილ ზუკოვის ფონდის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით.

მსგავსი თემები