“ეს თაღლითური სქემაა“ – აშშ-ის საელჩო საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

აშშ-ს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს, თუ ვინმე USAID/Georgia-ს ლოგოს გამოყენებით ან ამერიკის მთავრობის სახელით თანხის გადარიცხვას მოგთხოვთ, არ დათანხმდეთ.

აშშ-ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ წერილში ნათქვამია, რომ USAID-ის ლოგოს გამოყენებით, ბოლო პერიოდში, საქართველოს მოქალაქეებისგან ფულის გამოძალვის შემთხვევები დაფიქსირდა. 

“ვგმობთ მსგავს ფაქტებს და სათანადო ორგანოებთან ერთად ვმუშაობთ ამ პრობლემის გადაჭრაზე. გთხოვთ, დაუყოვნებლივ შეგვატყობინეთ, თუ USAID-ის სახელით დაგიკავშირდნენ და გთხოვეს თანხის გადარიცხვა.

გახსოვდეთ – ეს თაღლითური სქემაა!“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

მსგავსი თემები