“მიმოწერაში არსადაა ნახსენები მიხეილ კალანდიას მოწოდება „ხანჯლებით“ „დანებით“გამოცხადებულიყვნენ „ასახანჯლად“ – ადვოკატი ახალ მტკიცებულებაზე

ხორავას ქუჩაზე, დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიას ადვოკატის ზურაბ თოდუა „მედიაცენტრ მთავარს“ საქმეში არსებულ ახალ მტკიცებულებაზე ესაუბრა, რომელიც “ფეისბუქმა” საქართველოს სახელმწიფოს გადმოსცა. ადვოკატის განცხადებით, მიმოწერაში არსად ფიქსირდება კალანდიას მოწოდება შეხვედრაზე „შეიარაღებულები“ მისულიყვნენ.

“ფეისბუქმა” საქართველოს სახელმწიფოს გადმოსცა, ინსტაგრამის ოთხი მომხმარებლის მიმოწერა დანაშაულის ჩადენის დღისა და მის შემდგომ პერიოდზე, რომლითაც დასტურდება, რომ მიხეილ კალანდიასა და არც მისი მეგობრების მიერ არანაირ მოწოდებას რაიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ ადგილი არ ჰქონია. მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ მიხეილ კალანდიას საქმეზე კორპორაცია „ფეისბუქის“ მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც უკვე დაერთო ს/ს საქმეს როგორც მტკიცებულება და იგი გამოკვლეულ იქნება სათანადო ეტაპზე საპროცესო კანონმდებლობის სრული დაცვით, არ შეიცავს მიხეილ კალანდიასა და არც მისი მეგობრების მიერ არანაირ მოწოდებას რაიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ. ამ ათეულობით მიმოწერაში არსადაა ნახსენები მიხეილ კალანდიას თითქოს მოწოდება, რომ „ხანჯლებითა“ და „დანებით“გამოცხადებულიყვნენ ვიღაც-ვიღაცეების „ასახანჯლად“. პირიქით, ჩატის სუბიექტი ყველა ბავშვი იკრიბება სკოლასთან პათოსით, შეარიგონ კონფლიქტის მონაწილეები,” – განუცხადა ზურაბ თოდუამ “მედიაცენტრ მთავარს”

მსგავსი თემები