მაჰათმა განდის ნეშტი მოიპარეს

  •  

უცნობმა პირებმა, მაჰათმა განდის საფლავი დაარბიეს და მისი ნეშტი მოიპარეს. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი განდის დაბადებიდან 150-ე წლისთავზე მოხდა.

ბოროტმოქმედებმა განდის ფოტოზე წარწერა „მოღალატე“ დატოვეს. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, დაგეგმილია გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ამოღება. 

1948 წელს განდი ინდოეთის ცენტრალურ ნაწილში, რაჯ-გჰათში დაკრძალეს, მას შემდეგ რაც ის ინდუისტმა ექსტრემისტმა ნათურამ გოდსემ მოკლა. ინდოელების ნაწილი განდის მუსლიმების მიმართ ზედმეტად შემწყნარებელ მიდგომაში ადანაშაულებდა. პოლიცია არ გამორიცხავს, რომ დანაშაულის მოტივი სწორედ ამ მოსაზრებას უკავშირდება.

მსგავსი თემები