გიორგი ლაფერაშვილი და ზაალ უდუმაშვილი პროკურატურაში დაიბარეს

ტელეკომპანია „ფორმულას“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი, გიორგი ლაფერაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ზაალ უდუმაშვილი გენერალურ პროკურატურაში დღეს, გამოკითხვაზე არიან დაბარებული.

საქმე ეხება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას.

პროკურატურამ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება 2019 წლის 20 ივლისს დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო, „სამაუწყებლო კომპანია რუსთავის 2-ის“ 9%-იანი წილის ყოფილი მფლობელის,  ნინო ნიჟარაძის ადვოკატის განცხადება ტელეკომპანიის ხელმძღვანელების მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის თაობაზე

მსგავსი თემები