“საბანკო სისტემაში გამოთავისუფლდება 700 მილიონი სავალუტო რესურსი” – გიორგი გახარია

“მთავრობისა და ეროვნული ბანკის ერთობლივი მუშაობის შედეგად, ჩვენს საბანკო სისტემაში გამოთავისუფლდება დაახლოებით 700 მილიონი სავალუტო რესურსი, რომელიც პირდაპირ და სწრაფად უნდა მიეწოდოს ჩვენს ეკონომიკას”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, ეროვნული ბანკის მიერ ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებები, როგორც განაკვეთის ზრდის, ასევე ინტერვენციებისა და უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნების შემცირების თაობაზე, სრულად არის მხარდაჭერილი საქართველოს მთავრობიდან.

„კოორდინირებული მუშაობა შემდგომშიც უნდა გაგრძელდეს, რადგან ეკონომიკაში გამოწვევები ბევრი გვაქვს, მაგალითად ლარის კურსი, რომელიც, ყველას კარგად გვესმის, რომ სოციალურ კონტექსტში პირდაპირ ზემოქმედებას ახდენს ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. მაგრამ აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ კოორდინირებული მუშაობა მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის, მათი მანდატების შესაბამისად, გაგრძელდება და ყოველდღიურად იქნება კიდევ უფრო მეტად ეფექტიანი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები