დედა-შვილისა და ადვოკატის დაკავებაზე შსს განცხადებას ავრცელებს

  •  

პოლიციამ, თბილისში, ცრუ დასმენის ბრალდებით 3 პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დედა-შვილი და მათი ადვოკატი თბილისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

როგორც უწყების განცხადებაში ვკითხულობთ, მათ ბრალად ედაბათ პირადი მოტივით ჩადენილი დანაშაული.

„1958 წელს დაბადებულ ნ.ო.-ს, 1959 წელს დაბადებულ მ.ა.-ს და 1977 წელს დაბადებულ ს.ბ.-ს ბრალი ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით ჩადენილ ცრუ დასმენაში ედებათ. დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ცრუ დასმენა განხორციელდა მიმდინარე წლის აპრილში დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც ნათესავებს შორის ქონებრივი დავის საფუძველზე წარმოქმნილ ოჯახში ძალადობას ეხებოდა. კერძოდ, ბრალდებულებმა – ს.ბ.-მ და მ.ა.-მ გამოძიებას ცრუ ჩვენება მისცეს და მათივე ოჯახის წევრი ძალადობასა და შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევაში დაადანაშაულეს. აღნიშნული ფაქტი კი დაადასტურა მათმა ადვოკატმა – ნ.ო.-მ.

გამოძიება ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით ჩადენილ ცრუ დასმენის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“ – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ დაკავაბული დავოკატი ნაირა ოტიაშვილი, გასული წელს, შეყვარებულის მიერ სასტიკად მოკლული 22 წლის ანა ნაცვლიშვილის  მკვლელობისთვის ბრალდებულის ინტერესების დამცველი იყო.

მსგავსი თემები