კომპოზიტორი გია ყანჩელი კლინიკაში გარდაიცვალა

ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, ყველასათვის საყვარელი კომპოზიტორი გია ყანჩელი გარდაიცვალა. ცნობილი  და პოპულარული მუსიკის ავტორი, ბოლო პერიოდში,  კარდიოლოგიისა და ანგიოლოგიის ცენტრში მკურნალობდა. ის 84 წლის იყო.

მისი შემოქმედებიდან ყველაზე მეტად პოპულარული ნაწარმოებები არაერთ სპექტაკლში გამოიყენეს. მაგალითად, „კავკასიური ცარცის წრე“, „რიჩარდ III“, „ჰამლეტი“, „მეთორმეტე ღამე“ და სხვა.

ასევე, არაერთი კინოფილმიდანაა მის მიერ შექმნილი ნაწარმოები ცნობილი და საყვარელი. მუსიკა ფილმებისთვის: „არ დაიდარდო“, „ქვევრი“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „მიმინო“, „შერეკილები“,  „როცა აყვავდა ნუში“ სწორედ გია ყანჩელს ეკუთვნის.

მსგავსი თემები